გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა პირველი კლასის ქართულ ში

გაკვეთილის თემა
 ანბანის შემობრძანება,ასო-ბგერა „ა“,ასო-ბგერა „ი“
სწავლების  საფეხური
პირველი კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
13
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე
0
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
მთელი კლასი,ინდივიდუალური
გაკვეთილის მიზანი
  კლასში საზემო განწყობის შექმნა
მოსწავლეებს გაუღვივდებათ სიყვარული ანბანის მიმართ
გამოუმუშავდებათ კომპიუტერთან მუშაობის ჩვევები
შევასწავლო ასო-ბგერა „ა“,ასო-ბგერა „ი“

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი
ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
·         უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
·         მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);        
·         ამოიცნობს და იყენებს სამეტყველო ეტიკეტის  ენობრივ ფორმულებს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა. შ.).


ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·         აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ);
·         მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
·         წინასწარ მიცემული გეგმის / ინსტრუქციის მიხედვით  გადმოსცემს ფაქტებს.

ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
·         პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
·         იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
·         წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
·         თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს.

გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1
ორგანიზაციური საკითხები (ქცევის წესების შეხსენება)
აქტივობა2:ჩვენ დღეს განსაკუთრებული გაკვეთილი გვაქვს,განსაკუთრებული სტუმარი გვეწვევა ეს არის ანბანი (ანბანის სლაიდის ჩვენება)
3.გავიხსენოთ რამდენი ასო-ბგერა გვაქვს ქართულში (33)
ქართული დამწერლობა ეს არის სახე ცვლილი ჩვენამდე მოღწეული თავიდან იყო ასომთავრული,შემდეგ ნუსხური და ახლანდელ დამწერლობას ქვია მხედრული,ძველ ქართულში გვქონდა 38 ასო ახლა გვაქვს 33,პირველი ანბანიშეიქმნა მეფე ფარნავაზის დროს ეს იყო ძალიან ადრე ჩვ.წ/აღ მე-3 სკ.
რა და რა ჯგუფებად იყოფიან ეს ასო-ბგერები (ხმოვანი  და თანხმოვანი) აბა ჩამოვთვალოთ ხმოვანი ასო-ბგერები (ა,ე,ი,ო,უ.)
4.ჩვენ ვსაუბრობთ (ქართულად) ჩვენ სამშობლოს ქვია საქართველო.მოდი გავიხსენოთ ლექსები რომლებიც შევისწავლეთ და მიუძღვენით საქართველოს(იხსენებენ ლექსებს)
5.წიგნს რომლის  საშუალებითაც ჩვენ უნდა შევისწავლოთ ანბანი,ლექსები თუ მოთხრობები ქვია (დედა ენა).
6.ახლა გავიხსენოთ ვინ შექმნა დედა ენა (იაკობის შესახებ)
სად დაიბადა იაკობი? სად მიიღო სწავლა -განათლება?
აბა გავიხსენოთ რა ლექსები შევისწავლეთ იაკობის შესახებ
(იხსენებენ ლექსებს)
7.როგორც უკვე ავღნიშნეთ დედა ენა შეგვიქმნა იაკობ გოგებაშვილმა ,მან ბევრი იფიქრა იმაზე როგორ უფრო გაუადვილდებოდათ მოსწავლეებს წერა-კითხვის შესწავლა და მიაგნო ასე ვთქვათ „გასაღებს“ ეს იყო ორი ხმოვნისგან შემდგარი სიტყვა „ია“( რა არის „ია“)?
(ყვავილი,სახელი) ეს სიტყვა ნაცნობი იყო ბავშვებისთვის,
სლაიდზე ვაჩვენებ ყვავილს „ია“-ს ამასთანავე ასო „ა“,ასო „ი“-ს (დაფაზე გაკრული მაქვს დიდი ასოები)
8.ახლა კი გადავშალოთ ბუკები და გავხსნათ თამაში „ქამა ბუკი“  დავაკვირდეთ ასო „ა“-ს და „ი“-ს მოხაზულობას.აბა თუ შევძლებთ აქვე ავაწყოთ ეს ასოები? ახლა კი გადავიდეთ შმდეგ გვერდზე და გავაფერადოთ ყველა“ ა“,ყველა „ი“
ასოს მოხაზულობაზე და წიგნზე ვიმუშავებთ შემდეგ გაკვეთილზე

Комментариев нет:

Отправить комментарий